საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვა (PIM)
საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის სტრატეგიის ფარგლებში, საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის სრული ციკლის დანერგვის ხელშეწყობა, საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 თებერვლის N65 დადგენილებით დამტკიცებული მოთხოვნების გაცნობა და შესაბამისი ინსტრუქციის მიცემა.
• საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის ძირითადი არსი და რეფორმის მიზანი
• პროექტების მართვის ძირითადი ეტაპები
• საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით მოსამზადებელი დოკუმენტები (საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 თებერვლის N65 დადგენილებით დამტკიცებული მოთხოვნების შესაბამისად), ამ პროცესში ჩართული პირების როლები და პასუხისმბელობები;
• პროექტის კონცეფციის ბარათი (საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 თებერვლის N65 დადგენილებით დამტკიცებული დანართი N1);
• პროექტის ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი (საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 თებერვლის N65 დადგენილებით დამტკიცებული დანართი N2);
• პროექტის ბიუჯეტსა და საშუალოვადიან გეგმებში ასახვის არსი, პროექტის მონიტორინგი, პროექტის შედეგების შეფასების არსი და პრინციპები;
• პროექტების ფინანსური და ეკონომიკური გაანგარიშებისთვის გამოსაყენებელი ძირითადი ერთეულების სახეები, მათ ღირებულებები და გაანგარიშების მეთოდოლოგია, ასევე, პროექტების საბოლოო შერჩევის კრიტერიუმები და ამ პროექტების შეფასების ქულათა სისტემა;
მხარჯავი დაწესებულებების და მისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები, რომლებიც ჩართულები არიან საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის შემუშავების პროცესში (როგორც საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი, ასევე სხვა შესაბამისი სტრუქტურული დეპარტამენტები/სამსახურები).