საკვანძო/სპეციფიკური საკითხები საგადასახადო დაბეგვრის სისტემაში დაბეგვრის სპეციფიკური საკითხები და შეღავათიანი რეჟიმები საგადასახადო სისტემაში
- ტრენინგის მიზანია ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის მოგების და დღგ-ის გადასახადებით დაბეგვრის ვალდებულებების შეფასება საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე და მოსალოდნელი საგადასახადო რისკების დადგენა;
- ასევე, პირებს შორის უსასყიდლოდ საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების გადასახადებით დაბეგვრის შედეგებისა და მოსალოდნელი საგადასახადო რისკების შეფასება-განსაზღვრა;
- საგადასახადო დაბეგვრის სხვადასხვა შეღავათიანი რეჟიმის შესახებ სტატუსის მინიჭების პირობების და საგადასახადო ვალდებულებების (მათ შორის, დეკლარაციების წარდგენის) განსაზღვრა.
საგადასახადო დაბეგვრის სპეციფიკური საკითხები ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის:
- ვინ ითვლება ურთიერთდამოკიდებულ პირებად საგადასახადო დაბეგვრის მიზნებისათვის;
- ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის ფასის განსაზღვრის პრინციპები;
- მოგების გადასახადის მიზნებისათვის (ესტონური მოდელი) ურთიერთადამოკიდებულ პირებს შორის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების დაბეგვრის საკითხები;
- დღგ-ის მიზნებისათვის ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების განსაზღვრის პრინციპები.
საგადასახადო დაბეგვრის საკითხები უსასყიდლოდ საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დროს (მათ შორის, ჩუქება):
- უსასყიდლოდ საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ან ფულადი სახსრების გადაცემის დაბეგვრა მოგების გადასახადის ესტონურ მოდელის მიხედვით (მათ შორის, რეკლამის მიზნით);
- საქონლის/მომსახურების უსასყიდლო მიწოდების დაბეგვრა და ჩათვლა დამატებული ღირებულების გადასახადში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (მათ შორის, მცირე ღირებულების საჩუქარი, ნიმუში);
- დაქირავებული და არადაქირავებული ფიზიკური (მათ შორის, დამფუძნებელი)/იურიდიული პირისათვის უსასყიდლოდ საქონლის/მომსახურების მიწოდება;
- არარეზიდენტი პირებისათვის უსასყიდლოდ მიწოდება.
საგადასახადო დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმები:
- საერთაშორისო კომპანია;
- ვირტუალური ზონის იურიდიული პირი/ მეთოდური მითითება ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე;
- სპეციალური სავაჭრო კომპანია;
- სპეციალური საწარმო;
- თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო;
- სპეციალური სავაჭრო ზონა/ბაზრობის ორგანიზება;
- ტურისტული საწარმო.
- ბიზნესის და ბიზნესპარტნიორები;
- აგრეთვე, საგადასახადო დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმებით დაინტერესებული პირები.