რას გთავაზობთ

სამშენებლო საქმიანობის დღგ-ით დაბეგვრის სიღრმისეული კურსი

კურსის მიზანია, მონაწილეებს გააცნოს სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებული ოპერაციების დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის თავისებურებანი, აქტუალური ქეისებისა და პრაქტიკული მაგალითების გამოყენებით. 

საგადასახადო სფეროში თეორიულ ცოდნასთან ერთად კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ ცოდნის პრაქტიკაში გადატანა, რაც მოითხოვს კანონმდებლობის ნორმების რეალურ ქეისებში გამოყენების მიდგომების ცოდნას, საერთო პრაქტიკაში დაშვებული ხარვეზებისა და გამონაკლისი შემთხვევების დეტალურ ანალიზს. ამისთვის მნიშვნელოვანია საგადასახადო ორგანოებში არსებული მიმდინარე დაბეგვრის პრაქტიკის შესწავლა, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ახალი საკანონმდებლო რეგულაციების ამოქმედების შემდგომ. 

შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების სწორად დეკლარირების ეტაპზე, გადამწყვეტია ყველა არსებული რისკების დადგენა და გაანალიზება, მათი კრიტიკული დამუშავება, დეტალური განხილვა, ანალიზი, არსებული პრაქტიკული მიდგომების გაცნობა და ახალი საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინება.

საკითხი 1 - სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრა - 4 სთ

  • უძრავი ქონების მიწოდება და სამშენებლო მომსახურების გაწევა
  • დაბეგვრის ობიექტი, დასაბეგრი ოპერაციის თანხა და დაბეგვრის დრო
  • დღგ-ის ჩათვლა 
  • პრაქტიკაში დაშვებული ხარვეზები
  • 2021 წლიდან ამოქმედებული აქტუალური ცვლილებები
  • ევროპული პრაქტიკა

საკითხი 2 - სამშენებლო სექტორში ბარტერული (გაცვლის) ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრის თავისებურებანი - 4 სთ

  • 2021 წლამდე დაწყებული ბარტერული ოპერაციების დაბეგვრა;
  • ბარტერული ოპერაციების დაბეგვრის 2021 წლიდან არსებული პრაქტიკა;
  • ევროპული პრაქტიკა

საკითხი 3 - საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობები - 3 სთ:

  • საკუთარი წარმოების შენობის/ ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენება;
  • საკუთარი ძირითადი საშუალების (შენობის/ნაგებობის) რემონტი.

საკითხი 4 - სამშენებლო სექტორში არსებული საგადასახადო შეღავათების გამოყენება (ტურისტული საწარმო, სსკ-ის 309-ე მუხლის 79-ე - 81-ე ნაწილები) – 4 სთ

  • გათავისუფლებული ოპერაციები
  • შეღავათებით სარგებლობის პირობები

კერძო სექტორში დასაქმებული ბუღალტრები, აუდიტორები, იურისტები, ფინანსისტები, აგრეთვე, საკუთარი ბიზნესის მქონე პირები, აღნიშნული სფეროთი დაინტერესებული პირები, რომლებსაც  გააჩნიათ საგადასახადო კანონმდებლობის ზოგადი ცოდნა.