სამუშაო შეხვედრები საბიუჯეტო ორგანიზაციების აღრიცხვა/ანგარიშგების შესახებ
ტრენინგკურსის მიზანია, მონაწილეები გაეცნონ სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავებისას გასათვალისწინებელ მთელ რიგ საკითხებს. კერძოდ, როგორ მოხდეს პროცესის ორგანიზება პოლიტიკის შესამუშავებლად და როგორ უზრუნველყონ სსბასს (IPSAS) მოთხოვნების შესრულება ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოებისას, აქტივების, შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვის სპეციფიკურ საკითხებზე როგორ ჩამოყალიბდეს სააღრიცხვო პოლიტიკა, სახაზინო მომსახურების პრინციპები და მმართველობითი აღრიცხვის მოთხოვნები როგორ უნდა იყოს გათვალისწინებული შიდა სააღრიცხვო პოლიტიკაში.
- საბიუჯეტო ორგანიზაციის შიდა სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავების სპეციფიკა;
- ხაზინის ერთიანი ანგარიში და სახაზინო ოპერაციები;
- სავალუტო ოპერაციები და კურსთა შორის სხვაობების აღრიცხვა სსბასს მოთხოვნების შესაბამისად;
- სსბასს-ის მიხედვით ძირითადი აქტივების და მარაგების აღრიცხვის სპეციფიკური საკითხები;
- სსბასს-ით განსაზღვრული შემოსავლების აღრიცხვის წესების და პირობების გამოყენება დარიცხვის მეთოდით ხარჯების აღრიცხვაში და საკასო ხარჯების გაწევის დროს;
- კონტროლი ავანსად გადარიცხული თანხების დამოწმებაზე და დებიტორული დავალიანებების აღიარება, აღიარების შეწყვეტა, გაუფასურება და ჩამოწერის პროცედურები;
- ორგანიზაციის სპეციფიკურ საკითხებთან დაკავშირებით, მსმენელის მოთხოვნის შემთხვევაში, განმარტება და რეკომენდაციები.
საბიუჯეტო ორგანიზაციების, მათ შორის სსიპ-ების და ა(ა)იპ -ების ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სფეროს წარმომადგენლები.