რას გთავაზობთ

ტალანტების განვითარების პროგრამა პოტენციური და ახალი მენეჯერებისთვის

კურსის მიზანია, ახლად დანიშნულ მენეჯერებს, პროექტის ხელმძღვანელებსა და წამყვან სპეციალისტებს  შეასწავლოს ის ძირითადი უნარები, რაც განაპირობებს გუნდისა და საქმიანი პროცესის წარმატებულ მართვას.

მონაწილეები გააანალიზებენ კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და გუნდის მართვის ძირითად ელემენტებს, რომელიც ქმნის ჯანსაღ გარემოსა და ორიენტირებულია შედეგზე. 

ასევე, როლური თამაშებისა და სიტუაციური სცენარების განხილვისას მათ ექნებათ საშუალება ჩამოაყალიბონ საკუთარი უნარების განვითარების გეგმა, რომელიც მოიცავს კონკრეტულ ნაბიჯებს და მიზნად ისახავს პოზიტიური საქმიანი ატმოსფეროს შექმნას მთლიანი გუნდისთვის და ასევე გუნდის თითოეული წევრისთვის. 

  • პროფესიული კომუნიკაცია
  • ასერტულობის არსი
  • მოლაპარაკების ტექნიკები
  • მოლოდინები
  • მოტივაცია
  • ლიდერი და მენეჯერი
  • შეხვერდრებისა და მოლაპარაკებების მართვა
  • უკუკავშირი და მენტორინგი
  • მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერები
  • მმართველობითი და მენეჯერული ფუნქციების განმახორციელებელი საჯარო მოსამსახურეები