ტრანსფერ ფრაისინგი, როგორც საერთაშორისო დაბეგვრის ნაწილი
მსმენელები გაეცნობიან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის
(OECD) სატრანსფერო ფასწარმოქმნის სახელმძღვანელო მითითებებს, სამოდელო საგადასახადო
კონვენციის პრინციპებს ასევე, განსხვავებებს საერთაშორისო დაბეგვრასა და ადგილობრივ
საგადასახადო ნორმებს შორის.
მუდმივი დაწესებულების, როგორც ბიზნესის მართვის მექანიზმის მიმოხილვა ორმაგი დაბეგვრისა
და ტრანსფერ ფრაისინგი მიზნებისთვის.
შემოსავლების სამსახურში არსებული საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების
საკითხების პრაქტიკის წარდგენა და ცნობიერების ამაღლება;
საერთაშორისო სასამართლო გადაწყვეტილებების განხილვა, საქართველოში არსებული
სარისკო ოპერაციების ჭრილში;
მონაწილეები შეძლებენ რეალურ რეჟიმში შეასრულონ პოტენციური შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციების გამოვლენა რეალური ქეისის მაგალითზე (ე.წ. ბენჩმარკის სიმულაცია);
შეხვედრა 1:
- რა არის ტრანსფერ ფრაისინგი?
- საერთაშორისო დაბეგვრის სამართლებრივი ჩარჩო, OECD ტანსფერ ფრაისინგისა და სამოდელო კონვენციის მიმოხილვა, BEPS სამოქმედო გეგმების მიმოხილვა;
- ურთიერთდამოკიდებული მხარეების ცნება;
- გაშლილი ხელის პრინციპი, OECD-ის სამოდელო კონვენციის მე-9 მუხლი;
- კონტროლირებული ოპერაციის არსი;
- შედარებითობის ანალიზი;
შეხვედრა 2:
- ფუნქციური ანალიზი,
- კომპანიის მომგებიანობის პროფილის განსაზღვრა;
- შედარებითობის ფაქტორების გავლენა ოპერაციის ფასწარმოქმნაზე;
- არსებითი შესწორებები;
- შესადარებელი ტრანზაქციის გამოკველევა და მოძიება;
- ინფორმაციის წყაროები, კომერციული და საჯარო ბაზები, Bloombegr, TPcatalist, Orbis და სხვა;
- ტრანსფერ ფრაისინგის მეთოდების მიმოხილვა, გავლენა ოპერაციის შეფასებაზე;
- მეთოდების ძლიერი და სუსტი მხარეები;
- წინასწარი საფასო შეთანხმების (APA) პროცედურები;
შეხვედრა 3:
- პოტენციური შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციების გამოვლენის სიმულაცია (ე.წ. ბენჩმარკის ანალიზი);
- შიდა-ჯგუფური მომსახურებები, სტრუქტურა, რისკები;
- დაბალი ღირებულების სერვისები, ე.წ. Safe Harbour,
- შიდა-ჯგუფური მომსახურებების გაშლილი ხელის პრინციპის შესაბამისად საფასურის დადგენა;
შეხვედრა 4:
- ფინანსური ოპერაციების მიმოხილვა, რისკები;
- სუსტი კაპიტალიზაცია;
- გარანტიები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები;
- სასაქონლო ოპერაციები;
- არამატერიალური აქტივები, ადგილობრივი მარკეტინგული ხარჯებით არამატერიალური აქტივის წარმოქმნა (Marketing Intangible);
- როიალტის გამარტება, განსხვავებები სამოდელო კონვენციასა და ტრანსფერ ფრაისინგის კანონმდებლობას შორის;
- ტრანსფერ ფრაისინგის ოპერაციების დოკუმენტირება;
შეხვედრა 5:
- ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებების სრუქტურა;
- საერთაშორისო ხელშეკრულებების წაკითხვის წესები;
- ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებები და ოფშორები; ბენეფიციური მფლობელობა;
- განსხვავებები შიდა კანონმდებლობასა და საერთაშორისო დაბეგვრის საკითხებს შორის;
- მუდმივი დაწესებულების რეჯიმში მოქცეული კომპანიის დაბეგვრის თავისებურებები;
თითოეული წარმოდგენილი თემა ითვალისწინებს საკითხების განხილვას პრაქტიკული მაგალითების მეშვეობით.
- საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები;
- საერთაშორისო ტრანზაქციების განმახორციელებელი კომპანიები;
- ის პირები/კომპანიები, რომლებიც მულტინაციონალური ჯგუფის ან მუდმივის დაწესებულების მოდელით ფიქრობენ ბიზნესის გაფართოებას;
- თემატიკით დაინტერესებული პირები;