ტურისტული ბიზნესის დღგ-ით დაბეგვრის აქტუალური საკითხები
კურსის მიზანია, მონაწილეებს გააცნოს ტურისტულ ბიზნესთან დაკავშირებული ოპერაციების დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის თავისებურებანი, აქტუალური ქეისებისა და პრაქტიკული მაგალითების გამოყენებით.
საგადასახადო სფეროში თეორიულ ცოდნასთან ერთად კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ ცოდნის პრაქტიკაში გადატანა, რაც მოითხოვს კანონმდებლობის ნორმების რეალურ ქეისებში გამოყენების მიდგომების ცოდნას, საერთო პრაქტიკაში დაშვებული ხარვეზებისა და გამონაკლისი შემთხვევების დეტალურ ანალიზს. ამისთვის მნიშვნელოვანია საგადასახადო ორგანოებში არსებული მიმდინარე დაბეგვრის პრაქტიკის შესწავლა, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ახალი საკანონმდებლო რეგულაციების ამოქმედების შემდგომ.
შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების სწორად დეკლარირების ეტაპზე, გადამწყვეტია ყველა არსებული რისკების დადგენა და გაანალიზება, მათი კრიტიკული დამუშავება, დეტალური განხილვა, ანალიზი, არსებული პრაქტიკული მიდგომების გაცნობა და ახალი საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინება.
საკითხი 1 - ტურისტული მომსახურება და დღგ-ის ძირითადი წესები - 2 სთ:
- ტურისტული მომსახურების ცნება დღგ-ის მიზნისთვის;
- მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებული ძირითადი ასპექტები;
- დამკვეთის და საკუთარი სახელით მოქმედი შუამავლები;
- დამხმარე და უშუალოდ დაკავშირებული მომსახურება.
საკითხი 2 - გამყვანი ტურები - 4 სთ:
- მომსახურების გაწევის ადგილის განსაზღვრის ძირითადი წესები;
- ტურისტულ მომსახურებასთან დაკავშირებული სპეციალური წესები;
- მგზავრთა გადაყვანის (ტრანსფერი), სასტუმროში განთავსების, სავიზო მხარდაჭერის, ექსკურსიების, სამოგზაურო დაზღვევის და სხვა მომსახურების სახეების გაწევის ადგილის განსაზღვრა.
საკითხი 3 - შემომყვანი ტურები - 4 სთ:
- ტურისტთა ორგანიზებული შემოყვანა;
- ტურისტული პაკეტის მიწოდება;
- დღგ-საგან გათავისუფლებული ოპერაციები;
- საგადასახადო შეღავათით სარგებლობის პირობები;
- შემომყვანი და გამყვანი ტურების კომბინირებული მიწოდება
კერძო სექტორში დასაქმებული ბუღალტრები, აუდიტორები, იურისტები, ფინანსისტები, აგრეთვე, საკუთარი ბიზნესის მქონე პირები, აღნიშნული სფეროთი დაინტერესებული პირები, რომლებსაც გააჩნიათ საგადასახადო კანონმდებლობის ზოგადი ცოდნა.