ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება სსიპ-ებისა და ა(ა)იპებისათვის
აღნიშნული კურსის მიზანია მონაწილეებს გააცნოს IPSAS სტანდარტების ძირითადი მოთხოვნები და დაეხმაროს ბუღალტრული აღრიცხვის სწორად წარმოებაში; ასევე, ფინანსური ანგარიშგების ფორმებისა და განმარტებითი შენიშვნების კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად მომზადებაში.
აღრიცხვის და ანგარიშგების რეგულირება საჯარო სექტორში
- საბიუჯეტო კანონმდებლობის და სახაზინო პროცედურების შესახებ ნორმატიული აქტების მიმოხილვა
- სხვა მარეგულირებელი ნორმატიული აქტების მოთხოვნები აღრიცხვა-ანგარიშგებასთან დაკავშირებით
ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების ორგანიზება საჯარო სექტორში
- ბუღალტრის (საბუღალტრო სამსახურის) უფლება-მოვალეობები
- ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების ორგანიზებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები
- პასუხისმგებლობები ბუღალტრული აღრიცხვასთან და ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებით
ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები
- ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების სახეები
- პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების ძირითადი რეკვიზიტები
- პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების ტიპიური ფორმები
ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა და მისი გამოყენების წესები
- აქტივების, ვალდებულებების, კაპიტალის, შემოსავლების და ხარჯების ანგარიშები
- ბუღალტრული ანგარიშთა გეგმის კავშირი საბიუჯეტო კლასიფიკაციასთან
ბუღალტრული აღრიცხვა IPSAS მოთხოვნების შესაბამისად
- აქტივების აღრიცხვა
- ვალდებულებების აღრიცხვა
- კაპიტალის აღრიცხვა
- შემოსავლების აღრიცხვა
- ხარჯების აღრიცხვა
ფინანსური ანგარიშგების არსი და კომპონენტები
- ფინანსური ანგარიშგების არსი, მიზანი და სტრუქტურა
- ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება (ბალანსი)
- ფინანსური შედეგების ანგარიშგება
- წმინდა აქტივების/კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგება
- ბიუჯეტის და ფაქტობრივი თანხების შედარების ანგარიშგება
- განმარტებითი შენიშვნები და გადამყვანი ცხრილი
კურსი გათვალისწინებულია სახელმწიფო ბიუჯეტისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ პირთათვის, ვინც მონაწილეობს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების ან/და ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესში.