საგადასახადო აუდიტის განხორციელების პროცედურები
კურსის მსვლელობისას მონაწილეებთან ერთად განიხილება, თუ როგორ ხდება პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს საგადასახადო რისკების სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა, ანგარიშგების პროცესში დაშვებული ხარვეზების და გამონაკლისი შემთხვევების დეტალური ანალიზი, ამასთან საგადასახადო ორგანოებში არსებული პრაქტიკის შესწავლა და შესაბამის რეაგირება.
- საგადასახადო აუდიტის სახეები, წინმსწრები ანალიზური კვლევა და ბიზნესის მიმოხილვა
- აუდიტის პროცესში გამოყენებული მიმდინარე კონტროლის პროცედურები (საგადასახადო მონიტორინგი, ქრონომეტრაჟი, საკონტროლო შესყიდვა და ინვენტარიზაცია)
- არსებითი სააღრიცხვო ჟურნალებისა და ჩანაწერების განსაზღვრა/შემოწმება
- შემოსავლების და ხარჯების დეტალური ანალიზი, რეალიზებული საქონლის თვითღირებულება
- არსებითი შემოწმება - საბაზრო ფასის და საბაზრო ღირებულების გამოყენების წესები
- ურთიერთდამოკიდებული პირები და მათი გავლენა ოპერაციაზე; საქვეანგარიშო თანხების, დებიტორული დავალიანების, უიმედო ვალის, თანხის პატიების და სალაროს (მათ შორი უძრავი/მზარდი ნაშთების) თანხების მოძრაობა/ანალიზი
- ცალკეულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა (არაპირდაპირი მეთოდი)
- მტკიცებულებების შეფასება, მესამე პირებიდან მიღებული მონაცემების ანალიზი
- საგადასახადო სამართალდარღვევათა (ჯარიმები) სახეები და პასუხისმგებლობა
- აუდიტის ანგარიში - საგადასახადო აუდიტის ძირითადი შედეგი
- აუდიტის შედეგების აღიარება, მედიაცია და გასაჩივრება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში
- დაბეგვრის შესახებ ახალი საკანონმდებლო რეგულაციების/პროცედურების დეტალური ანალიზი
- პრაქტიკაში დაშვებული ხარვეზები და გამონაკლისი შემთხვევები
- კერძო სექტორში მომუშავე ბუღალტრები, ფინანსისტები
- აუდიტორიები
- საკუთარი ბიზნესის მქონე პირი, რომელსაც აინტერესებთ საგადასახადო რისკების განხილვა