ფინანსთა სამინისტროს აკადემია უზრუნველყოფს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა ცოდნის განვითარებასა და პროფესიული უნარების განმტკიცებას, კარიერის მდგრადი განვითარებისა და თვითრეალიზების შესაძლებლობების გაზრდას.
აკადემია სხვა სახელმწიფო დაწესებულებებისა და კერძო სექტორის სანდო პარტნიორია სასურველი სწავლებისა და საჭირო უნარების განვითარების უზრუნველყოფაში. ჩვენ ვზრუნავთ აღნიშნულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ვაწვდით მათ აუცილებელ ცოდნას და გამოცდილებას ეკონომიკური თუ ფინანსური მიმართულებით. მოთხოვნის შემთხვევაში კი ვახორციელებთ სხვა პროფესიული უნარების განვითარებაზე მიმართულ სასწავლო ხასიათის პროექტებს.
აკადემია თანამშრომლობს მაღალკვალიფიციურ ტრენერებსა და დარგის ექსპერტებთან, ფინანსთა სამინისტროს სისტემის სპეციალისტებთან, რათა საზოგადოებას შევთავაზოთ მაღალი ხარისხის, თანამედროვე, პრაქტიკული, მოქნილი და მსმენელთა მოთხოვნებზე მორგებული სასწავლო პროგრამები.